ქართულ ენაზე "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" გამოიცა

ქართულ ენაზე "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" გამოიცა. კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ლაურეატმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა. ანთოლოგიის გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას განცხადებით, აფხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და უფრო ადრეულ პერიოდში ბეჭდური ან ხელნაწერი ნიმუშები ცნობილი არ არის. ნაჭყებიას ინფორმაციით, "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" 160- გვერდიანია და 65 ავტორის ლექსი და პოემაა შესული.

"აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის" გამოცემა ნიდერლანდების სამეფოში არსებულმა ორგანიზაცია World of Diaspora-მ დააფინანსა, რომლის დამფუძნებელი ლალი ბუთბაია აფხაზეთიდანაა.

"ორგანიზაცია World of Diaspora-ს თანადამფუძნებლები იზოლდა კვიციანი და ნინო უბილავა აფხაზეთიდანაა. ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე ჯერ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დაიბრუნონ ერთმანეთი. გაჩნდეს ნდობა, აღდგეს ურთიერთობები და დანგრეული ხიდები. ამისთვის World of Diaspora მნიშვნელოვან ღონისძიებებს და პროექტებს გეგმავს. ამ ანთოლოგიის გამოცემაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ",-განაცხადა ლალი ბუთბაიამ.

მისივე განცხადებით, "აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის" წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა, ამის გამო ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზებისთვის პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება.

შეგახსენებთ, "აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის" რედაქტორი პროფესორი, აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძეა. პროექტის მხარდამჭერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა