კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან, 2 რუსთავის "ცხელების ცენტრში" დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან, 2 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს "ცხელების ცენტრში" დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, ცხელების ცენტრის" ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განაცხადა, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთი 30 წლის ქალია, რომელიც გასულ დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, მეორე კი 50 წლის მამაკაცი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

"30 წლის ქალი „ცხელების ცენტრში“ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაღალი ტემპერატურით შემოიყვანა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან კორონავირუსი მისი ოჯახის წევრებს - დას და დისშვილს დაუდასტურდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის რუსეთიდან შემოვიდა, შეუძლოდ გახდა და შემოიყვანეს ჩვენთან. როგორც ამბობს, მისი დედაა კოვიდინფიცირებული და მკურნალობს უკრაინის კლინიკაში", - განაცხადა მაია რაზმაძემ.

29 აგვისტოდან, დღემდე, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 52 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა