ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს - ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირებულების 65-70% მოდის.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, აჭარის რეგიონში ფიქსირდება შემთხვევბი, როდესაც ინფიცირებულის წყარო უცნობია.

„ამჟამად ყველაზე დიდი გავრცლების მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე ახალი შემთხვევების დაახლოებით 65-70% მოდის. აჭარაში გვაქვს ძირითადად გავრცელება. გვაქვს შემთხვევები, სადაც პირველად წყაროზე ვერ გავდივართ“,-განაცხადა ამირან გამყრეძლიძემ.

ჟურნალისტების, კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა საქართველო „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღარ მოხდეს მედიის მხრიდან მწვანე და წითელი ზონებით მანიპულირება, რადგან მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

„ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს აბსოლუტური რიცხვი ინფიცირებულების, ერთ-ერთი დაბალი აქვს ევროპაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა