თამარ გაბუნიას განმარტებით, ლეტალობის შემთხვევები ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი 5.5-ია, რაც გლობალურ შკალაზე ქვედა ზღვარს უახლოვდება.

რაც შეეხება ქვეყანაში ლეტალობის შემთხვევების მატებას, როგორც გაბუნია აღნიშნავს, აღნიშნული მაჩვენებელი პროცენტულობით კვლავ 1-ს ქვემოთაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს გლობალურ ჭრილში, გლობალური მაჩვენებლით ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი არის 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყანა არის დაბალი რისკის მატარებელი, ზემოთ უკვე მაღალი რისკის მატარებელი მეტ-ნაკლები გრადაციით. საქართველოს ჯამური ინციდენტობა 2 კვირაში არის 5.5. რაც არის ქვედა ზღვარი გლობალურ შკალაზე“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ლეტალობის შემთხვევები ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს უკავშირდება.

„ლეტალობის მაჩვენებელი 28-ს მიუახლოვდა, თუმცა პროპორცია რჩება 1-ს ქვემოთ, 0. 56%-ია დაახლოებით. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ყველა შემთხვევა ძალიან სამწუხაროა, თუმცა უკავშირდება ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რაც მაღალი რისკია, ამიტომ მთავარ აქცენტი კვლავაც არის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები“,- განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა