თამარ გაბუნია - საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება.

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ბევრი პრევენციული სამუშაო მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ნარინჯისფერ და წითელი ზონის ქვეყნების რიგში არ მოხვდეს.

”საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს. საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. ამდენად ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ ნიშნულამდე არც არასდროს არ მივალთ, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული საშუალება ტარდება იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა