ბესარიონ სიმონიშვილი - მჯერა, რომ თითოეული ადამიანი,  ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება

სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ყოველთვის ვიამაყებთ მათი თავდადებით. მჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის კომენტარს დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი