კახა კალაძე -  ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის

ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წერს.

როგორც ის აცხადებს, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო“, -წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

თბილისის მერმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა