„თავისუფალმა საქართველომ“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა

„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ნეოლიბერალიზმს ებრძვის. სამი ათეული წელია „მოქალაქეთა კავშირის“ პოლიტიკური ნარჩენები მართავენ ქვეყანას და სადამდეც მივედით, ყველანი კარგად ხედავთ. ჩვენი მოქალაქეები ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში ძიძებად მიდიან, ხოლო საქართველოს შრომის ბაზარი უცხოურ კომპანიებს აქვთ ათვისებული, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეთიდან ფინანსდებიან, რაც ქვეყნისა და მისი საზოგადოების გაღატაკებას იწვევს, - ამის შესასხებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ქუთაისში განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატთა შემადგენლობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს ხალხის გადაწყვეტილებამ უნდა განაპირობოს.

„ჩვენ არ ვართ ის პარტია, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს ილუზორულად უყურებს. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალური თვითშეფასების უნარი გააჩნია. კარგად გვესმის, რომ საკანონმდებლო ორგანოში, ამ ეტაპზე უმრავლესობით ვერ მოვალთ, მაგრამ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეროვნული ძალის სახით, ჩვენი პარტია იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ეს ხალხის ნებაა, რომელსაც საზოგადოება 31 ოქტომბერს, საარჩევნო ურნებთან აუცილებლად დააფიქსირებს“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარემ, იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა.

„თავისუფალი საქართველო“, ზესტაფონში მურმან ნებიერიძეს კანდიდატურას ასახელებს, ქუთაისის მაჟორიტარი ელგუჯა ხიშტოვანი იქნება, ხოლო სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაიას ვასახელებთ, რომელიც ჯანმრთელოს რეაბილიტაციის კურსს წარმატებით გადის და უახლოეს მომავალში მისი ჩვეული ენერგიით ჩაებმევა წინასაარჩევნო კამპანიაში“, -დასძინა კახა კუკავამ და შეკრებილ მხარდამჭერებს გაგა გოგრიჭიანის სახით, ქუთაისის მერობის კანდიდატი წარუდგინა.

„მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, მთელ რიგ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდება. თუ გაგას კანდიდატურას დაუჭერთ მხარს, ქუთაისლებს ამ ქალაქის თავკაცის სახით, უდიდესი გულშემატკივარი გეყოლებათ“,- თქვა კახა კუკავამ.

დამსწრე საზოგადოების წინააშე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა პარტიის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარტია წარმატების განაგრძობს „იაფი მედიკამენტების პროგრამას“, რომლის კამპანიის ფარგლებში, უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო