ემზარ კაკულია - რუსეთი ოკუპანტია, მან უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ნაკისრი ვალდებულება

რუსეთი ოკუპანტია, მან საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე 2008 წელს აღებული ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ემზარ კაკულიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანი იყო, არის და იქნება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორღვევა, არამედ ქართული სახელმწიფოს დასუსტებაც.

,,რუსეთის ოკუპანტური მისწრაფებების კიდევ ერთი დასტურია 2008 წელს გაგრძელებული ომი - საქართველოს ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაციას, ყოველდღიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთი ოკუპანტია და მან აუცილებლად უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩემთვის, როგორც აფხაზეთის შვილისთვის, 27 სექტემბერი გლოვის, ხსოვნის და იმედის დღეა. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. მიუხედავად დევნილი მოსახლეობის გაჭირვებისა, დღევანდელ დღეს უნდა ვიყოთ ერთიანი და პატივი მივაგოთ ომში დაღუპულ გმირებს“ , - განაცხადა ემზარ კაკულიამ.

ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა