ილჰამ ალიევი - კონტრშეტევითი ოპერაცია დაასრულებს აზერბაიჯანული ტერიტორიების  ოკუპაციას - გათავისუფლებულია მთელი რიგი დასახლებული პუნქტები

აზერბაიჯანის არმია წარმატებულად ატარებს კონტრშეტევით ოპერაციას ყარაბაღში დაპირისპირების ხაზზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანის არმია წარმატებულ კონტრტერშეტევით ოპერაციას ახორციელებს. ამ ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას მიადგა ზარალი, ასევე გათავისუფლებულია მთელი რიგი დასახლებული პუნქტები“ , - განაცხადა ალიევმა.

ის დარწმუნებულია, რომ კონტრშეტევითი ოპერაცია დაასრულებს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა