სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს“, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ბრძოლა გრძელდება, ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი ჯარის დანაკარგების შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“- წერს ჰოვანისიანი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხურ მხარეს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს, რომ „აზერბაიჯანი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს“.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მათი ცნობით, სოფელ ევოღლუში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიაღუპა.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.

იხილეთ ვიდეო:სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი