ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში 160 კვ.მ. შენობა აშენდა, სადაც კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზები განთავსდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, 2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.

„სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც სისტემატიურად პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს