კობა ნარჩემაშვილი - სამხრეთ კავკასიაში ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ძალიან სერიოზული და მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება იყოს

სამხრეთ კავკასიაში ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ძალიან სერიოზული და მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

"ასეთ სიმჭიდროვეში, რომელიც არის სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორია მაქვს მხედველობაში, როცა ასეთი სერიოზული კონფლიქტი არის ორ სახელმწიფოს შორის, ასეთ სიმჭიდროვეში რასაკვირველია, ძალიან სერიოზულად უნდა ვიფრთხილოთ ჩვენ ყველაფერთან მიმართებით, ეს იქნება ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა, მათი ინტერესების გათვალისწინება ან არგათვალისწინება, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო რეგიონულ პროექტებთან დაკავშირებით, "- განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, გულისხმობს თუ არა სიფრთხილეში ნეიტრალიტეტს, რაზეც ნარჩემაშვილი პასუხობს, რომ ამ მხრივ საქართველო გამოწვევის წინაშეა.

"რამდენდაც ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები მრავალ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ტრანსპორტთან, ლოჯისტიკასთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა ორივე სახელმწიფოსთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ურთიერთობაში ორივე გაითვალისწინებს ამ ფაქტორს, მაგრამ ეს არ იქნება იოლი და ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, გეოპოლიტიკაში დიდი აქტორების მონაწილეობით, რომლებიც პოზიტიური განვითარებით არიან დაინტერესებულნი, თორემ არიან გეოპოლიტიკაში მსხვილი აქტორები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი პოზიტიური განვითარებით. წესით ეს უნდა დამთავრდეს ძალიან მალე, რადგან სამხრეთ კავკასიაში ვითარების ესკალაცია ამ დოზით არ უნდა აწყობდეს არავის,“ - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი