ეკა ბესელია - იმედი მქონდა, რომ ქვის ხანიდან გამოვედით და დასრულდა ეპოქა, როცა საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის დროს ქვებით ხვდებოდნენ

მე იმედი მქონდა, რომ ქვის ხანიდან გამოვედით და დასრულდა ეპოქა, როცა საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის დროს ქვებით ხვდებოდნენ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა მელიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საარჩევნო გარემო საგრძნობლად შეიცვალა და არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო აგრესიული გახდება.

„თუ არ უნდათ იდენტიფიცირება და საკუთარი თავის გაიგივება ამ მოვლენებთან, რომელიც უთუოდ ძალიან საზიანო და სახიფათოა, ამის პასუხია სწრაფად არა მხოლოდ გაემიჯნო ამ პროცესს, არამედ გამოავლინო, ვინ შეიძლება მოქმედებდეს თანამედროვე სამყაროში ქვების სროლით პროტესტის გამოხატვის როლიდან.

მე რასაც ვუყურებ, ეს ბოლო დღეები აშკარად შეიცვალა გარემო და მშვიდი საარჩევნო კამპანია იწყებს აგრესიული სახის მიღებას. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, ალბათ უფრო შეიძლება იყოს მწვავე კერები, ამიტომ ძალისხმევა ახლა სამართალდამცავი ორგანოებს უნდა იყოს განსაკუთრებით მიმართული იქით, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთონ, რომ პარტიულ დღის წესრიგს გაემიჯნონ. ყველაზე მეტად გამოცდის წინაშე დადგება საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები და ტყუილად არ ყოფილა აშშ-ის ელჩის შეხვედრა გენპროკურორთან, იმ შეხვედრის ერთადერთი მიზანი ალბათ შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ ის, რომ ამ ვითარებაში საგამოძიებო ორგანოებს აქვთ განსაკუთრებული როლი, მოახდინონ სწრაფი და სამართლიანი რეაგირება ასეთ ქმედებებზე. თორემ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას" შეიძლება ახლა ნერვებმა უმტყუნოს, როცა ძალაუფლებას ემშვიდობები და მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახარ, ეს ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შემთხვევით არიან მოხვედრილები, არის უდიდესი ფსიქოლოგიური გამოცდა, შეიძლება ამ ცდუნებას და ამ გამოცდას ბევრმა ვერ გაუძლოს,“- განაცხადა ბესელიამ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არ ველოდოთ წინასაარჩევნოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენებას, რაზეც ბესელია პასუხობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას „გაკვეთილი უკვე ნასწავლი უნდა ჰქონდეს“.

„ეს საკითხი იმდენად მძიმედ შეიძლება შემოუტრიალდეს ამ ქმედების ჩამდენებს, რომ ძნელი გასათვლელი არ უნდა იყოს რა იქნება ამის შედეგი,“- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა