ეკა ბესელია არჩილ თალაკვაძეს - ბლოკპოსტია თავმჯდომარის კაბინეტში, რომელიც წერილებს ბიურომდე არ უშვებს? - მესამე კვირაა მოგმართავთ და პარლამენტის წინ ხომ არ დავჯდები აქციის ჩასატარებლად?

ეკა ბესელია არჩილ თალაკვაძეს - ბლოკპოსტია თავმჯდომარის კაბინეტში, რომელიც წერილებს ბიურომდე არ უშვებს? - მესამე კვირაა მოგმართავთ და პარლამენტის წინ ხომ არ დავჯდები აქციის ჩასატარებლად?

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში აღმოჩნდა ახალი ბლოკპოსტი, რომელიც აფერხებს დეპუტატის წერილებს და ეს ბლოკპოსტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტშია.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, წერილებით მიმართა ბიუროს მის მიერ რამდენიმე თვის წინ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, თუმცა, საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი ამნისტიის საკითხს ეხება და მას დაჭერილი ჰქონდა თადარიგი წერილების განხილვის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა, არცერთი წერილი ბიუროზე არ განხილულა.

„ჩემდა გასაოცრად, პარლამენტში აღმოჩნდა ახალი ბლოკპოსტი, რომელიც აფერხებს დეპუტატის წერილებს, რომელიც შეიძლება არ მოხვდეს ბიუროზე და გაჩერდეს თავმჯდომარის კაბინეტში. მე მსგავსი არ მახსოვს, მესამე მოწვევის პარამენტის წევრი ვარ. ბოლო ორი წერილი გაჩერდა თქვენს კაბინეტში. არც წინა წერილი მოხვდა ბიუროზე, რომლის ადრესატიც თქვენ არ ხართ, ბატონო არჩილ. წინა სხდომაზეც მომიწია სამდურავის თქმა და ახლაც საყვედური უნდა გითხრათ. ეს წერილები არ არის თქვენთან გამოგზავნილი, რომ თქვენს კაბინეტში ჩერდება. მეორე წერილი, რომელიც დღეს ბაზაში იყო გატარებული, არც ის მოსულა აქ. ბლოკპოსტია თავმჯდომარის კაბინეტში, რომელიც წერილებს ბიურომდე არ უშვებს? ეს რამე ახალია, რაც არ ვიცი? ზედიზედ მესამე კვირაა მოგმართავთ და პარლამენტის წინ ხომ არ დავჯდები აქციის ჩასატარებლად? უხერხულია! ადამიანები ყურადღების მისაქცევად აქციებს მართავენ, რაც არავის ესმის და ესეც ცუდია, მაგრამ ამაზე პასუხი გამეცით“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ბიუროზე არანაირი ბლოკპოსტი არ არსებობს“.

„ეს საკითხი უკვე განხილულია, იმ სხდომაზე თქვენ არ ბრძანდებოდით. მეორე წერილიც გადმოცემულია ბიუროსთვის. როდესაც ითხოვთ ამ საკითხის ჩართვას დღის წესრიგში, ალბათ, რეგლამენტის სხვა მუხლიც უნდა ვნახოთ, რომელშიც წერია, რომ არჩევნებამდე, როგორც წესი, ერთი თვით ადრე პარლამენტი პლენარულ სხდომებს აღარ ატარებს. შესაბამისად, პარასკევს ამ პრაქტიკიდან გამომდინარე სხდომა ვერ გვექნება, თუ ამაზე ბიურო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ან რიგგარეშე სხდომა არ იქნება მოწვეული. ამიტომ, პარასკევს ამ საკითხის განხილვა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა