ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო

ეს არის მაგიდა, რომლის გარშემოც ყვირილის არავის ეშინია, თან ყველას აქვს მიკროფონი და ხმა ისმის კარგად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნას, კომიტეტებზე მისი რეზოლუციის პროექტის „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ განხილვა დაწყებულიყო, ხმაური მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მას ყვირილის და აგრესიის გარეშე საუბრისკენ მოუწოდა.

„ბატონო ბექა, რაზეც თქვენ საუბრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ალბათ, ასეთი საუბარი არის გამოსადეგი ამომრჩეველთან. რა არ უნდა განმეორდეს, ვინ უნდა მოვიდეს, ვინ არ უნდა მოვიდეს, ეს ძალიან საინტერესო საუბარია, ოღონდ თქვენი შესაძლო ამომრჩევლებისთვის. აქ გთხოვთ კოლეგიალური და საქმიანი გარემო შევინარჩუნოთ. კიდევ მოგცემთ საუბრის საშუალებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, რეზოლუციის პროექტი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი საქართველოს პარლამენტში 7 სექტმებრს დარეგისტრირდა. პროექტის ავტორია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი. მასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას, თუ რა პრობლემის წინაშე იდგა ქვეყანა და დგას დღესაც.რეზოლუციის პროექტის თანახმად, 2012 წლის შემდგეგ ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არამედ შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ „ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბების და დამსგავსების ლუსტრაციას ახდენს“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი