თამარ გაბუნია - აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის

აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახლა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვირუსის აქტიური მართვის ეტაპზეა.

„აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის. გარკვეულწილად ეს შემთხვევების მატება არის არითმეტიკული პროგრესით და არა გეომეტრიული პროგრესიით, რაც ახასიათებს ვირუსს სწრაფი გავრცელების შემთხვევაში. ვფიქრობ, აჭარაში სტაბილიზაციის შესაძლებლობა არის. ყველაზე აქტიური, რაც შეიძლება გაკეთდეს და მუშაობს, გარდა ნიღბის გამოყენებისა და დისტანციის დაცვისა, არის შეზღუდვის გამოყენება, თუმცა ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ და ახლა ვართ აქტიური მართვის ეტაპზე. რომ ვამბობთ „მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, ეს ეტაპიც უნდა გადავიაროთ და ვნახოთ, რამდენად ხერხდება ინფექციის კონტროლი მინიმალური შეზღუდვების გარეშე“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეისთვის ქვეყანაში 3200 საწოლია მობილიზებული და თავისუფალი დაახლოებით 700-მდე საწოლია. მეტი აქცენტი, მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარაზე მოდის და იქ მუდმივად 80-100 საწოლი თავისუფალია.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა.

იხილეთ ვიდეო: აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის - თამარ გაბუნია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა