გოგი მეშველიანის განცხადებით, კახა ოქრიაშვილი, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და აორგანიზებს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისში, წალკა, ბოლნისსა და თეთრიწყაროში კახა ოქრიაშვილი, წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და აორგანიზებს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

გოგი მეშველიანი 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც მან პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას ცდილობს.

„ მინდა გამოვეხმაურო 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში ჩვენ აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს. მოგეხსენებათ, ჩვენს მულტიეთნიკურ სააგიტაციო ჯგუფს, რომელიც აწარმოებდა სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე სააგიტაციო სამუშაოებს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი. სამწუხაროდ, ამ ინციდენტის შედეგად გვყავს 2 მძიმედ დაზარალებული ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი დღემდე რჩება საავადმყოფოში.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და დამფინანსებელი გახლავთ ჩვენი კოლეგა და ჩემი ოპონენტი კახა ოქრიაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და აორგანიზებს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებს გააზრებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ გააჩნიათ და სწორედ ამ გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას.

მინდა სოფელ ნახიდურში მცხოვრებ ჩვენ თანამოძმეებს მივმართო, ჩემო მეგობრებო, მგონი არცერთ თქვენგანს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. ამ პროვოკაციის მიზანი, როგორც გამოიკვეთა ოპონენტების განცხადებისგან, არის ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება. მათ არ აინტერესებთ როგორ შევძლებთ ჩვენ თანაცხოვრების გაგრძელებას, არცერთ მათგანს არც ბოლნისთან და არც ნახიდურთან არაფერი აკავშირებს. ესენი შემთხვევითი გამვლელები არიან. დარწმუნებული ვარ, ეს კარგად გესმით, დარწმუნებული ვარ ჩვენს მეგობრობას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ და ვუფრხილდებოდით საფრთხე მომავალში არ დაემუქრება და არ აყვებით პროვოკაციას“,-განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა