სერგეი მირონოვი - მთიან ყარაბაღში შესაძლოა, რუსეთმა სამშვიდობო ძალები განათავსოს

რუსეთის პარტია „სპრავედლივაია რასიას“ ლიდერი სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მთიან ყარაბაღში შესაძლოა, შეყვანილი იყოს რუსეთის სამშვიდობო ძალები. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ჩემი მხრიდან დავძენ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გარე ძალები - აქ ადვილია მიხვედრა, რომ ეს რაიმე აბსტრაქტული ძალები არ არის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი აშკარად ხელს უწყობს ამ კონფლიქტის, მოძველებული კონფლიქტის გაღვივებას. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალების შეყვანა საჭირო იქნება მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ“ , - განაცხადა მირონოვმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს