დეპუტატი რევაზ არველაძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს.

როგორც არველაძემ პარლმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი, ვთქვათ, 22:00-დან 7:00 საათამდე ისეთი შეზღუდვებით, რომლის დროსაც ბიზნესის ზიანი მინიმალური იქნებოდა. არადა, ჩვენ გვახსოვს, რომ მარტში, როცა მაქსიმალურად 9 პირი სნეულდებოდა დღეში, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა, ახლა კი სექტემბერში, სამჯერ მეტი დაინფიცირდა, ვიდრე თებერვალ-აგვისტოში მთლიანობაში. დღეისთვის დაავადებულთა დაოდენობა 13-ჯერ აღემატება იმას, რაც პირველი სექტემბრისთვის იყო. სექტემბრამდე სულ გარდაცვლილი იყო 19 ადამიანი, სექტემბერში კი 13 ადამიანი გარდაიცვალა. მდგომარეობა შემაშფოთებელია და მიმაჩნია, რომ კვლავ უნდა იქნას შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ისეთი შეზღუდვებით, რომელიც არ დააზარალებს ან ძალზე მცირედ დააზარალებს ბიზნესს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რათა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს, შემდეგ სიტუაციის შესაბამისად ისევ აღდგეს ან არა. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ როდის გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობის პროპორციულად სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი აზრია და არ გახლავთ მმართველი გუნდის აზრი“, - განაცხადა არველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს