გია ვოლსკი - მეცხრე მოწვევის პარლამენტს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს, რადგან მიიღო უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხაებით, მეცხრე მოწვევის პატლამენტს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მიიღო საერთაშორისო, უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია. ამის შესახებ გია ვოლსკიმ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის შეფასებისას განაცხადა და მწუხარება გამოთქვა, რომ ოპოზიციას არც ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მე ვფიქრობ, რომ მეცხრე მოწვევის პატლამენტს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მიიღო საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ არა მარტო კონსტიტუციის, არამედ საერთოდ სახელმწიფოსი, არის ხელწერა, რომელიც მათ, სამწუხაროდ, ახასიათებთ და რამაც საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიაყენა საერთოდ ამ პოლიტიკურ ველს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, რაც მთავარია, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოება აფასებს. კონსტიტუცია არის უმაღლესი დონის და სამწუხაროა, რომ არც მის დამუშავებაში, არც მის მიღებაში, არც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებაში ოპოზიციას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა და დღეს ამის გაპრავებას ცდილობს რაღაც უზნეო განცხადებებით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა