თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე რესტორნის სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე რესტორნის სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი გადმოცემით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა.

იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს