მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში იწყება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი პი სი“ შეასრულებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა ძირითადად საუბნო ონკანებით სარგებლობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი და მოხდება მრიცხველების მოწყობა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება, რის შემდეგაც 5 000-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა