„თავისუფალი საქართველო“ - იწყება ახალი საარჩევნო სპექტაკლი „ორპოლუსიანი პოლარიზაცია“

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 8 წლის შემდეგაც, კვლავ ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.

„ვეხმაურებით მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, ასევე მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. ვიდრე გამოძიება არ ჩატარებულა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, თუ რომელი მხარე იყო პროვოკაციის ინსპირატორი-ძნელია, თუმცა მედიაზე თავდასხმა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ გამოძიება კომპეტენტურად ჩატარდება და თავის სიტყვას იტყვის, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 8 წლის შემდეგაც, კვლავ ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული წინა წლებში მომხდარი ინციდენტები, ასევე მოქმედი ხელისუფლება, კვლავ ინარჩუნებს ე.წ. „ზონდერებს“ და მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართლებრივი კუთხით არ რეაგირებს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ფონს ქმნის,“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ აზრით, ხელისუფლება საგანგებოდ ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის გადატანას ორპოლუსიანი მიმართულებით. პარტია მოუწოდებს საზოგადოებას აღარ წამოეგოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ანკესს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ წინა წლებში არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმის გამო, სააკაშვილის წინააღმდეგ კი გაჩნა ახალი დანაშაულის მტკიცებულებებიც, თუმცა გამოძიებით მიღებული შედეგები არავის უნახავს. „თავისუფალი საქართველო“ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს აღარ წამოეგოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ანკესს. ის, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ქვების სროლის პირდაპირი გაგებით ხდება, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ევროპული სტანდარტებისგან ძალიან შორს დგას. ქვების სროლის „პოლიტიკა“ აბსოლუტურად ცდება ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, თუმცა იდენტურია აფრიკაში მცხოვრები ტომების ქმედებებთან, რომლებიც მოწინააღმდეგეებს ქვის სროლით უსწორდებიან და ქოლავენ. „თავისუფალ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოსავალი, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. ხალხმა ორივე ძალას უარი უნდა უთხრას და ხმის მიცემით, პატრიოტულ ძალას დაუჭიროს მხარი,“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს