არჩილ თალაკვაძე - არავის ექნება შანსი, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადადის

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არ არსებობს არანაირი ლოგიკა, რატომ შეიძლება იყო დაინტერესებული მმართველი პარტია ინციდენტების არსებობით, იმ პირობებში, როდესაც კვლევები მათ მიმართ 56%-იან მხარდაჭრას აჩვენებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა. მისივე თქმით, გუშინ მარნეულში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს ლიდერებს, გვაქვს ძლიერი პროგრამა, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, პანდემიის შედეგების დაძლევას, გარემოს დაცვას, სასამართლო სისტემას, ასე რომ, ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას თუ რატომ შეიძლება იყოს დაინტრესებული მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიების დროს ინციდენტების არსებობით. გარწმუნებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან გუშინდელ ინციდენტზე რეაგირება დაუყოვნებლივი იყო, ჩვენ აქტიურად მივადევნებთ თვალს, რომ ამ შემთხვევების გამოძიება მოხდეს, რადგან ძალადობას არ აქვს ადგილი და არ აქვს პოლიტიკური გავლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, მოწოდებული ვართ, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური, კონსტრუქციული, მშვიდობიანი და თავისუფალი საარჩევნო კამპანია. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნვეყოს უსაფრთხო გარემო ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც გეგმავს კამპანიას. მსურს დაგარწმუნოთ, რომ არავის ექნება შანსი, რომ ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა გადადის არსებითად პროპორციულ სისტემაზე,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო წარმომადგენლობა იყოს საქართველოში არჩევნებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა