№8  საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიის წევრების არჩევის პროცესს აპროტესტებენ

აღმაშენებლის გამზირზე, №8 საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიის წევრების არჩევის პროცესს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.

აქტივისტების განცხადებით, კომისიის წევრების დაკოპლექტება ნათესაური ნიშნით ხდება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, №8 საარჩევნო ოლქის წარმომადგენლის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროცედურულ დარღვევებზე საჩივარი უკვე შეტანილია და ისინი შესაბამის რეაგირებას ელიან.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ გუშინ და დღეს მიმდინარეობს საარჩევნო უბნების დაკომპლექტება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ცესკო-ს სამივე რანგის დაკომპლექტება ხდება ნეპოტიზმის, ნაცნობობის, საჯარო მოხელეების, ნათესავების მეშვეობით. ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან დამუშავებულ კადრებს იღებენ. პროცედურულ დარღვევებზე საუბარი ზედმეტია. ზოგიერთ ადგილზე მაგალითად, 5 წუთში ხდება ყველა საკითხის განხილვა. ყოველგვარი საღი აზრისა და მსჯელობისგან თავისუფალია ეს პროცესი. ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ სამართლებრივად გამართულ გარემოში შეიძლება, ჩატარდეს არჩევნები. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, მთლიან საარჩევნო კომისიას აკომპლექტებს. საერთოდ, რა სახით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები ყველასთვის წარმოუდგენელია. რომელ სამართლებრივ გარემოზეა საუბარი, როდესაც ამ ყველაფერს გუშინ მარნეულში მომხდარი ფაქტი ემატება, როდესაც ჟურნალისტებს და საარჩევნო კომისიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს ყველაფერი კი, საკრებულოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააკეთა“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

აქციის მონაწილეები სავარაუდო დარღვევებზე პასუხისმგებლობას ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას აკისრებენ.

„პასუხისმგებლობა არის ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, რომელსაც ეს ყველაფერი გამჭვირვალე რეჟიმში უნდა ჩაეტარებინა და რა თქმა უნდა, მთავრობის. დროა, საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ყველაფერს პასუხი გასცეს ხალხმა და არა გარკვეული ნიშნით დანიშნულმა საარჩევნო კომისიის წევრებმა“,-აცხადებს კაკაურიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა