სომხეთის განათლების მინისტრი - მივიღე გადაწყვეტილება ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მივმართო, მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის არაიკ არუთუნიანის განცხადებით, მისი ინიცირებით დაიწყო პროცესი, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთმევა იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს აზერბაიჯანს.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მივმართო თხოვნით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვას უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორის წოდება“ , - წერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე არუთუნიანი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც სააკაშვილმა გამოხატა აზერბაიჯანის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომლებიც მიმართულია სომხური თვითმყოფადობის, სიცოცხლის უფლებისა და თვითმყოფადობის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა