აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ჩვენმა ჯარისკაცებმა სომხეთის ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს

ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

იხილეთ ვიდეო: ჩვენმა ჯარისკაცებმა სომხეთის ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა