გიორგი ვაშაძე - ერთადერთი, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია, ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში, ოფიციალურად მილიონერი 6 მინისტრი, გამდიდრებული მათი ახლობლები და გაღარიბებული ხალხი

ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში,ოფიციალურად მილიონერი 6 მინისტრი, გამდიდრებული მათი ახლობლები და გაღარიბებული ხალხი, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელს.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს საზოგადოება არჩევანს გააკეთებს საქმის მკეთებელთა გუნდსა და ფულის მკეთებელთა გუნდს შორის.

"ზუსტად 8 წელი გავიდა მას შემდეგ რაც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია მართავს ქვეყანას. 8 წლის მანძილზე არცერთი დაპირება რომელიც მათ მისცეს საქართველოს მოსახლეობას არ შეუსრულებიათ. მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეშია, 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ. 8 წლის თავზე სასამართლოს მართავს კლანი, გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია გახსნის მაჩვენებელი, უმძიმესი კრიმინოგენული სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში. ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ. ჩვენ ვართ აშშ-ს სანქცირებულ ქვეყანათა სიაში, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და უსამართლოდ მაღალ 30, 40% -ს იხდიან მონოპოლისტურ საბანკო სისტემაში საქართველოს მოქალაქეები.

ერთადერთი რასაც მათ მიაღწიეს ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში,ოფიციალურად მილიონერი 6 მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე, როდესაც საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა. არჩევანი ძალიან მარტივია საქმის მკეთებელთა გუნდი, თუ ფულის მკეთებელთა გუნდი - ეს არის მარტივი განმასხვავებელი ჩვენსა და მათ შორის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა