მამუკა ხაზარაძე - ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, ააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა

„ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა“, -ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, “ლელოს“ გუნდი მზადაა, „ხალხთან ერთად და ხალხისათვის“ იბრძოლოს ქვეყანაში ძირფესვიანი ცვლილებებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიისთვის ეროვნულ მოტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც “ლელო” ყოველთვის აფიქსირებდა.

“ეს არის პატრიოტი პროფესიონალების გუნდი, ვისთვისაც მთავარია ქვეყნის გამარჯვება - საქართველოს გამოყვანა იმ კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი, ზნეობრივი კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით „ქართული ოცნების“ 8- წლიანი მმართველობის შედეგად. მათგან განსხვავებით, “ლელოსთვის” მნიშვნელოვანია ქართული სულიერება და სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმი ავირჩიეთ პრეზენტაციის ადგილად. აქ დაცულია ჩვენი ისტორიის და კულტურის საგანძური. ერი, რომელსაც ასეთი გმირული ისტორია აქვს, შეუძლებელია, დიდხანს ამყოფოს უიმედობაში პატარა ჯგუფმა და მათმა ბელადმა, ვინც უკვე საბოლოოდ მოწყდა რეალობას. ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მითუმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუა საუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან. ჩვენ აუცილებლად დავანგრევთ მათ მიერ შექმნილ სისტემას 31 ოქტომბერს! ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებს გეგმავს იმ გუნდით, რომელიც ეროვნულ მოტივებს სცემს პატივს.

“ჩვენ ვართ ერთადერთი ნამდვილად ალტერნატიული პარტია და აუცილებლად შევცვლით რეალობას ძლიერი გუნდით, რომელიც მოდის ქვეყნის ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად - ისე, რომ აი ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, სადაც ახლა ვიმყოფებით, აღარასოდეს დაიღვაროს სისხლი, ადამიანები არ მათხოვრობდნენ და უიმედო გაჭირვებაში არ ცხოვრობდნენ! “ლელო” ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა არა უბრალოდ დაპირებები, არამედ დაწერილი პროგრამა - „მარშალის გეგმა“. ამ გეგმის არშესრულება გამორიცხულია: ეს ჩემი და ჩემი მეგობრების პირადი ღირსების საქმეა,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” სიის პირველმა ნომერმა საუბრის დასასრულს ამომრჩეველს მიმართა და მათ საკეთილდღეოდ ალტერნატიული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს