ავეჯის სახლი „აპოლო“ წარმოებას აფართოებს

ავეჯის სახლი „აპოლო“ 15 წელია საქართველოს ბაზარზე საქმიანობს. “თიბისის“ ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ ბევრი ცვლილება განახორციელა იმისათვის, რომ მომხმარებელი ევროპული ხარისხის ავეჯით უზრუნველყოს. მოხდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება თურქეთისა და რუმინეთის წამყვან საამქროებში; შეიცვალა და ევროპული სტანდარტის დანადგარებით განახლდა საამქრო თბილისში. ავეჯის წარმოებაში ერთ-ერთი ასეთი განახლება პანდემიის პერიოდის მიუხედავად თიბისის მხარდაჭერით განხორცილდა, კომპანიამ ავეჯის წარმოებისთვის ახალი დანადგარები შეიძინა.

„აპოლოში“ საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის საოფისე და საოჯახო ავეჯის შეძენა შეიძლება, გარდა რბილი ავეჯისა. შესაძლებელია, ასევე ავეჯის მომხმარებლის გემოვნებისამებრ შეკვეთაც.

„ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, შექმნილი ვითარების გამო, როგორც ჩანს, ხალხი შოუ-რუმებში მოსვლას ერიდება და უპირატესობას ადგილზე მომსახურებას ანიჭებს. ჩვენ მათ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, როგორც მომსახურების მხრივ, ისე პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით,“ - აცხადებს „აპოლოს“ დამფუძნებელი კობა დარჯანია.

„აპოლოს“ ავეჯის შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი, ახლახანს კი, კომპანიამ თბილისი პავილიონში კიდევ ერთი შოუ-რუმი გახსნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა