ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში

„ქართულ ოცნებას“ ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მთავრობის ფორმირება ერთპარტიულად შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, თუმცა, ამას რა თქმა უნდა, ამომრჩეველი გადაწყვეტს.

დღევანდელი განწყობა არის ისეთი, რომ კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულად შეუძლია მთავრობის ფორმირება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა