საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს ბაჩალიაშვილის საქმეზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის პირველადი ვერსია გააცნეს

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და მიხეილ რამიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის პირველადი ვერსია წარუდგინა, რომელიც მათი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე არსებულ ხარვეზებს და დარღვევებს ეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა დახურულ შეხვედრაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს, თუმცა მათი შენიშვნები ჩაინიშნეს და აღნიშნულ დოკუმენტს გაეცნობიან.

,,დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები და მიხეილ რამიშვილი შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს. შეხვედრა იყო დახურული და მათ მივაწოდეთ პირველადი ვერსია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის, რომელიც ეხება ბაჩალიაშვილის საქმეზე არსებულ ხარვეზებს და დარღვევებს, ასევე რა არ გააკეთა გამოძიებამ პირველი ეტაპიდან მოყოლებული დღემდე და რისი გაკეთების შემთხვევაშიც უფრო მეტი სიცხადე იქნებოდა საქმეში. მათ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მოინიშნეს ჩვენი შენიშვნები და წაიღეს ის დოკუმენტი რომელიც შევთავაზეთ.

არ არის დადასტურებული, რომ მანქანა იქ იდგა 5 დღის განმავლობაში, ასევე არ არის ამოღებული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი, უცხო დნმ-ის გენეტიკური პროფილი პირბადეზე. არ არის დადგენილი ფოტორობოტზე არსებული პიროვნება, რომლის დადგენაც გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ არ არის დღემდე დაკითხული ელისო კილაძე, რომ ფაქტების სიღრმისეული კვლევა მოხდეს. იყო თუ არა ჩამქრალი შუქი იმ ღამით როდესაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ეს ყველაფერი დაკონკრეტებით არის წარდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და საელჩოებისთვის,“ - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა