ირაკლი კობახიძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე გამოძიების შესახებ - თვითონ იბრალებს მიხეილ სააკაშვილი 70-80 მილიონის აღებას ამ საქმეში

მე ერთადერთი რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 70 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში. იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს დასაჯერებელი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან კობახიძის თქმით, საკითხის პოლიტიზებას ოპონენტები ცდილობენ.

„მე ვიცი იგივე ტელევიზიებიდან, რაც თქვენ იცით, აქედან გამომდინარე მე დეტალებში ვერ შევალ და არასწორი იქნება ამ საკითხის პოლიტიზება გამომდინარე საკითხის მგრძნობიარობიდან. ოპოზიცია ცდილობს ამის პოლიტიზებას და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ საკითხს პოლიტიზება თავიდან ავარიდოთ. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.

მე ერთადერთი რაც ვიცი მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 70 მილიონი მაქვს აღებული ამ საქმეშიო და იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს დასაჯერებელი მათი მხრიდან. 20% ჩააბარეს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციას, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და ამ სიტუაციაში ნებისმიერი სხვა დანაშაული არც ერთი არ არის ბუნებრივია გასაკვირი, მით უმეტეს იმ ფონზე რომ თვითონ იბრალებს მიხეილ სააკაშვილი 70 - 80 მილიონის აღებას ამ საქმეში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

„ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათაშორის, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მინდა გითხრათ, რა აქვთ მათ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები - ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისებისთვის, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ მიწების გასხვისებისთვის ფული გადაიხადეს, 60 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ФСВ-ს პროპაგანდისტების და ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა