ევროკავშირმა ყირიმის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობისთვის სანქციები რუსეთის ორ მოქალაქეს და ოთხ ორგანიზაციას დაუწესა

ევროკავშირმა ანექსირებულ ყირიმში სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში მონაწილეობისთვის სანქციები დამატებით კომპანიებსა და პიროვნებებს დაუწესა.

სანქციები რუსეთის კიდევ ორ მოქალაქესა და ოთხ ორგანიზაციას შეეხება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემლახავი ან საფრთხის შემცველი ქმედებების შემზღუდველი ზომების შესახებ რეგულაციების შესაბამის დოკუმენტში ასახა.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი არ ცნობს ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ხიდისა და სარკინიგზო ლიანდაგების მშენებლობა, რომელიც მას ადრე არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან აკავშირებს, მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კონტროლის გაძლიერებას არალეგალურად ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლზე და ნახევარკუნძულის შემდგომ იზოლირებას უკრაინისგან.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციები 2018 წელს 6 რუსულ კომპანიას დაუწესა, რომლებიც რუსეთის და მის მიერ ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის მიმართულებით 19 კილომეტრიანი სარკინიგზო ხიდი 2019 წლის დეკემბერში გახსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა