არჩილ თალაკვაძე - გაოცებული ვიყავი, როდესაც პირველი პოლიტიკური რეაქციები ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თავისმართლების რეჟიმში დაიწყეს საუბარი დავით გარეჯის საკითხზე - დაველოდოთ გამოძიებას, გამოჩნდება, რა მოხდა რეალურად

გაოცებული ვიყავი, როდესაც ვნახე პირველი პოლიტიკური რეაქციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათ რატომღაც თავისმართლების რეჟიმში დაიწყეს საუბარი დავით გარეჯის საკითხზე, რაც ჩემთვის გაუგებარია, დაველოდოთ გამოძიებას, გამოჩნდება თუ რა მოხდა რეალურად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხზე რომელიმე კომისიამ თუ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

„დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ჩვენ ამიტომაც ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ეს არის ზეპარტიული მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველა თანამოქალაქეს ამ ქვეყანაში - მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს უკლებლივ და რასაკვირველია, თუ რომელიმე კომისიის შემადგენლობამ მუშაობის წინა წლების განმავლობაში, რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, სადაც შეიძლება კანონის დარღვევა იკვეთებოდეს, ან შეიძლება, მიღებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რასაკვირველია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამას სათანადო სამართლებრივი შეფასებები უნდა მიეცეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხის სხვა დეტალებზე განმარტებებს შესაბამისი კონსტიტუციური და სამართლებრივი ინსტიტუტები გააკეთებენ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი