მარინა ენდელაძე - კლინიკები მართვას ახერხებენ და აბსოლუტურ მზადყოფნაში არიან, არავინ უკმაყოფილო არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, გარკვეულ ეტაპზე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დაიკლებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტების მიღებისა და მკურნალობის თვალსაზრისით კლინიკები აბსოლუტურ მზადყოფნაში არიან.

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ჯერჯერობით ის პერიოდია, როდესაც მათი კონტაქტები ვლინდებიან. მატება არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ეს შეჩერდება, რადგან აქტიური გატესტვა მიმდინარეობს. კლინიკები მართვას ახერხებენ და აბსოლუტურ მზადყოფნაში არიან, არავინ უკმაყოფილო არ არის“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 43-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა