ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიოლოგების ჯგუფი გავაძლიერეთ, რის შედეგად ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება არაუგვიანეს 24 საათის მოხდება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების პროცესი გააქტიურდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცახდა.

მისი თქმით, გაძლიერდა ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და შედეგად კონტაქტების მოძიება მაქსიმუმ 1 დღეში მოხდება.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მეტად უფრო გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით, რაც დღეს საღამოდან დაიწყება. ეს მეტად ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას. კონტაქტების მოძიებას, როგორც იცით, ეპიდემიოლოგები ახორციელებენ და ჩვენ გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რის შედეგადაც მოხდება კონტაქტების მოძიება არაუგვიანეს 24 საათისა. ჩვენი გეგმაა, მეტად დავხვეწოთ და ჩავრთოთ მოძიების ეფექტიანობაში სხვადასხვა პროგრამები და თანამედროვე ტექნოლოგიები“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა