ამირან გამყრელიძე - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კვლევა კორონავირუსზე გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირების პროტოკოლებში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.

როგორც ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე კვლევები გაფართოვდება.

„ალბათ, გარკვეული ცვლილებები შევა ტესტირების პროტოკოლებში. ანუ, იმ ადამიანების სია, ვინც დღეს მანდატორულ ტესტირებას ექვემდებარებოდნენ, გაფართოვდება. ამ ეტაპზე, ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ამოღებული იქნეს და დაემატოს სხვა, განსაკუთრებით ჩემი კოლეგები. იცით, რომ სახელმწიფო არ მიდის დიდ ე.წ. შემზღუდავ ღონისძიებებზე, მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებია. ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემს კოლეგებზე და სამედიცინო სექტორზე, რომლებიც არიან კოვიდინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების შესყიდვა გასამმაგდება, რადგან გრიპის სეზონის დროს სწრაფად გაიტესტოს ადამიანი როგორც კორონავირუსზე, ისე გრიპზე.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება კორონავირუსის სწორად მართვას გრიპის სეზონის თანდართვის დროს. მოვუწოდებთ კლინიკებს და სამედიცინო დაწესებულებებს, რომ სასურველი იქნება გრიპის სწრაფი ტესტები. ჩვენ გავაორმაგებთ და გავასამმაგებთ სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების შესყიდვას სწორედ იმიტომ, რომ ყველა სიცხიანი ადამიანი გრიპის სეზონის დროს იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც „კოვიდზე“, ის გრიპზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი