გადაუდებელი სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა შეეხებათ შემდეგი რაიონების მცხოვრებლებს:

გლდანის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და ბადრი კობახიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის და მთაწმინდის რაიონები-გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის, აკაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, ჟორდანიას, ლომინაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, ლევან ღოღობერიძის და ბროსეს ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი