„სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს პარტიულ სიას წარადგენს

"სტრატგია აღმაშენებელი" დღეს პარტიულ სიას წარადგენს. სიის წარდგენა 15:00 საათზეა დაგეგმილი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიაში ახალი სახეები იქნებიან, რომლებიც ორიენტირებული არიან ქვეყნის განვითარებისთვის.

„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოვადგენთ ჩვენს გუნდს. ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, თითოეული მათგანი შერჩეულია რამდენიმე კრიტერიუმით: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშობლოს სიყვარული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკაში იმისათვისათვის, რომ მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანს თქვენ უკვე იცნობთ და ბევრს დღეს გაიცნობთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს არის ის ახალი ენერგია, რომელიც სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის აღმშენებლობას და ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ჩვენს კამპანიას. თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი: საქმის მკეთებლების გუნდი, თუ ფულის მკეთებელების გუნდი. დიახ, ეს არის არჩევანი „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას შორის, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა, ჩვენ მოვდივართ საქმით, საქმის კეთებაზე და იმ პრობლემების და გაჭირვების დამარცხებაზე ვართ ორიენტირებულნი, რაც ქვეყანაშია. დიახ, ამბიციური გეგმებით მოვდივართ და მეორე მხარეს არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს ფულია, გამილიონერდნენ და გამდიდრდნენ, ამიტომ არჩევანი მარტივია საქმის მკეთებელთა გუნდი, თუ ფულის მკეთებელთან გუნდი.

მე მინდა გულწრფელად ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ ვერ ნახავთ აქ პოლიტიკურ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია არიან პოლიტიკაში, იმიტომ რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანია ახალი თაობის პროფესიონალებს გაუხსნას გზა პოლიტიკისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. სწორედ, ეს სჭირდება იმ უამრავ პრობლემას, რაც დღეს ქვეყანაშია და სწორედ ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ სიღარიბეს და დავიწყებთ აღმშენებლობას. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ამ პერსპექტივისთვის აუცილებელია, რომ პროფესიონალები იყვნენ ხალხის სამსახურში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, რომელიც მზად არის ემსახუროს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოაგვაროს მათი პრობლემები“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს