თორნიკე რიჟვაძე - გოგონას, რომელიც სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფოსგან აბსოლუტური გვერდში დგომა ექნება

გოგონას, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფოსგან აბსოლუტური გვერდში დგომა ექნება,- ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

სტიქიის დროს გოგონა შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

რიჟვაძემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"უმძიმესი ორი დღე იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო განსაკუთრებით ხელვაჩაურს, დაღუპულების ოჯახს და მთელ ქვეყანას. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და იპოვეს ყველა დაკარგული ადამიანი. ეს იყო უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიური მოვლენა. რაც შეეხება წინა ისტორიებს, თუკი არსებობდა კონკრეტული რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევები, როგორც უკვე განვმარტე, დეტალური შესწავლის შემდეგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოხდება უმკაცრესი რეაგირება. ამ შემთხვევით ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რომ ოჯახის ხსოვნას კიდევ უფრო მეტი პატივი ვცეთ გადარჩენილი გოგონას სახით, რომელიც დარჩათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ექნება აბსოლუტური გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან",- განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა