საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი 82 წლის იყო, რომელსაც კოვიდ 19-თან ერთად, თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, პაციენტს ინფექცია ბათუმში დაუდასტურდა და კორონავირუსთან ერთად, სისხლჩაქცევა, გულისა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

მისი თქმით, პაციენტი მათ კლინიკაში პირველ ოქტომბერს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

„პაციენტი დაახლოებით 2 კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში თავის ტვინში სისხლჩაქცევით შეიყვანეს. ის იმ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. პაციენტი მართვით სუნქთვაზე გადაიყვანეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ჩვენს კლინიკაში მიმდინარე წლის 1- ელ ოქტომბერს ჩამოიყვანეს. კლინიკაში მოყვანისთანავე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის დიაგნოზი იყო სისხლჩაქცევა, გულისა და სუნთქვის უკმარისობა. ასაკით 82 წლის იყო. პაციენტი დღეს დილით, 10-ის ნახევარზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა