ლაშა დარსალია - ვრცელდება სხვადასხვა ტიპის  "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში - მოვუწოდებ სომხურ მხარეს, არ აყვნენ დეზინფორმაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში შეაქვთ იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე.

მისივე განმარტებით, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე.

„ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციებს.

„მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამასთან მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ“, - განაცხადა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო: ლაშა დარსალია - ვრცელდება სხვადასხვა ტიპის "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა