აზერბაიჯანის გენპროკურორის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, განჯაში 1 პირი დაიღუპა, 32 კი დაიჭრა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯას სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად, 32 ადამიანი დაიჭრა.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, დაჭრილია 32 ადამიანი. გარდაიცვალა ქალაქის მკვიდრი თუნარ ალიევი“, - ნათქვამია გენერალური პროკურორის ქიამრან ალიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელი დეპუტატის ნაგიფ გამზაევის ინფორმაციით კი, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დაჭრილები კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული ხელისუფლების განცხადებით, სტეპანაკერტის დაბომბვის საპასუხოდ, დარტყმები განხორციელდა აზერბაიჯანის ქალაქების სამხედრო ობიექტებზე, განადგურებულია ქალაქ განჯას სამხედრო აეროდრომი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა