გიგი წერეთელი - გარდამტეხი ცვლილებების გეგმით ჩვენ მოვუტანთ როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს ახალ შესაძლებლობებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ტყიბულის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც ტყიბულში არის, აუცილებლად დაასრულებს 31 ოქტომბრის არჩევნები.

გიგი წერეთლის თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა არის კონკრეტული და ყველა იმ პრობლემას ეხება, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.

„ტყიბული არის ერთ-ერთი მაგალითი არასწორი მართვის და სოციალური უსამართლობის, როდესაც რაიონი, სადაც არსებობს უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრე, ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და ტყიბულელებს აწუხებთ ის ყველაფერი, რაც აწუხებთ დღეს მთლიანად საქართველოს. უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ფასები, ეს არის მაგალითი ქვეყნის არასწორი მართვის და ჩვენი შანსი, რომ შევცვალოთ ქვეყნის არასწორი მართვა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთ, რომ რაიონებს დარჩეთ მეტი კეთილდღეობა იქიდან, რასაც გამოიმუშავებენ და ადამიანებს ჰქონდეთ სამსახური. ჩვენი შანსი არის 31 ოქტომბერი, რომ დამთავრდეს ეს მძიმე გაჭირვება, უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და მოვიდეს გარდამტეხი ცვლილებები.

ამის განწყობა არის როგორც ტყიბულში, ისე მთლიან საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანმა გაიაზროს, 31 ოქტომბერი არის მათი შანსი შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, შეცვალონ საკუთარი რაიონი და შეცვალონ საკუთარი ქვეყანა უკეთესობისაკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგი წერეთელი თქმით, „ევროპული საქართველო“ ეცდება, რომ მოსახლეობის იმედები გამართლდეს.

„შევხვდით ტყიბულის მოსახლეობას, ვისაუბრეთ ჩვენ გეგმებსა და პროგრამაზე, როგორ ვაპირებთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანას, იმ ვითარებაში, რაც დღეს არის, გადასახადების შემცირებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაორმაგებით და მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებით აუცილებლად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს.

ამ ქალაქში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ყველანაირი, შრომითი, ტურისტულიც და კულტურულიც და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამას სჭირდება მხარდამჭერი და მოამაგე.

მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ, ჩემს მიმართ და ეს არის ძალიან დიდი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია. აუცილებლად ვეცდები, რომ მათი იმედები გამართლდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა