პარლამენტში „ქართული მარშის“ წევრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელთა მიზანი პირადობის მოწმობებში ეროვნულობის გრაფის დამატებაა

პარლამენტში „ქართული მარშის“ წევრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელთა მიზანი პირადობის მოწმობებში ეროვნულობის გრაფის დამატება და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ასახვაა.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის შექმნას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ინიციატივა მოსახლეობას მოეწონება და მონდომების შემთხვევაში, ინიციატორები არა თუ 25 ათასს ხელმოწერას, არამედ 200 ათას ხელმოწერასაც შეაგროვებენ.

“ქართული მარშის“ პროექტის თანახმად კი, მოქალაქის პირადობის მოწმობაში შემოღებული იქნება ეროვნულობის გრაფა, ხოლო ეროვნების მითითება ნებაყოფლობით, განცხადების საფუძველზე მოხდება.

საინიციატივო ჯგუფს 45-დღიანი ვადა აქვს, რათა მათი ინიციატივის საკანონმდებლო პროექტად ქცევისთვის სულ მცირე 25 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ და პარლამენტს წარუდგინონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა