ცენტრი „ემპათია“ - წინასაარჩევნო პერიოდში საგანგაშოდ გახშირდა ძალადობის ფაქტები ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში საგანგაშოდ გახშირდა ძალადობის ფაქტები ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე, მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მის თავისუფალ ნებაზე ხორციელდება ზეწოლა ან რაიმე სახის ზეგავლენა ცენტრ „ემპათიას“ მიმართოს.

“წინასაარჩევნო პერიოდში საგანგაშოდ გახშირდა ძალადობის ფაქტები ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე, მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2020 წლის 29 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტი, რა დროსაც სასტიკად იქნა ნაცემი მამა - შვილი ქველაძეები, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებაში, დიდი ალბათობით, მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის ადგილობრივი მაღალჩინოსნები, ხოლო პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მდუმარე თანხმობას. ცენტრმა „ემპათია“ საჯაროდ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს აღნიშნული ფაქტების გამოძიებისათვის, თუმცა, საქმეს იძიებს ადგილობრივი პოლიცია.

04.10.2020 - ში ცენტრმა „ემპათია“ აცნობა ადგილობრივი პოლიციის გამომძიებელს, რომ დაზარალებული ლაშა ქველაძის ინტერესებს დაიცავს ცენტრი „ემპათია“, თუმცა, აღნიშნული პირი მოტყუებით იქნა მიყვანილი პოლიციაში და განხორციელდა მისი დაკავება. ფორმალური ბალანსისათვის, ასევე, დააკავეს მმართველი პარტიის ორი აქტივისტი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოძიება აღნიშნული ფაქტების მიმართ ფორმალური და მიკერძოებულია. აგრეთვე, სახეზეა დამნაშავე პირებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა.

ძალადობის ფაქტების გახშირება, სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი საგამოძიებო მოქმედებების განუხორციელებლობა, აგრეთვე მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა წარმოადგენს ძალადობის ახალი ფაქტების წახალისებას და ეჭვქვეშ აყენებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას, შესაბამისად საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასა და ლეგიტიმურობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრი „ემპათია“ განახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის ფაქტების მონიტორინგს და დაზარალებულთა სამართლებრივ მხარდაჭერას. მოვუწოდებთ, ყველას ვინც თვლის, რომ მის თავისუფალ ნებაზე ხორციელდება ზეწოლა ან რაიმე სახის ზეგავლენა მოგვმართოს ცენტრი „ემპათია“ -ს ცხელ ხაზზე: 599 88 54 68/28”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა