დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.

„საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტო ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება როგორც თავად დევნილთა, ისე პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა