საქართველოს გაზის ტრანსპროტირების კომპანია ქვეშის გგს-ში ოდორიზაციის ახალ კვანძს დაამონტაჟებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 51.0 კილომეტრზე არსებული ქვეშის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველის ნაცვლად ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის 12:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კიანეთი, ჯავშანიანი, ქვეშა, ძველი ქვეშა, ტანძია, იწრია, აკაურთა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა